ფეხბურთი

22:24 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

როისმა დორტმუნდში მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად 500,000 ევრო გაიღო

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" შემტევმა მარკო როისმა კამპანია წამოიწყო, სახელად "დაეხმარე შენ მშობლიურ ქალაქს" და აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დორტმუნდში მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად 500,000 ევრო გაიღო. აღნიშნული ინფორმაცია გერმანელმა ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

როისი ბუნდესლიგის პირველი ფეხბურთელი არაა, რომელმაც კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად ფულადი დახმარება გასწია. აქამდე, რობერტ ლევანდოვსკიმ და "ბაიერნის" კიდევ ორმა ფეხბურთელმა გაიღეს მილიონი ევრო ჯანდაცვის სისტემისთვის. ასევე, გერმანიაში ბუნდესლიგის ოთხმა მოწინავე კლუბმა, "დორტმუნდმა", "ბაიერნმა", "ლევერკუზენმა" და "ლაიპციგმა" 20 მილიონი ევრო შეაგროვეს, რათა ფინანსური კრიზისის დროს კლუბებს დაეხმარონ.

0.110236