ფეხბურთი

19:16 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" აკადემიის 14 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემიის 14 წლის ფეხბურთელი კრისტიან მინჩოლა გარდაიცვალა. ინფორმაცია ესპანური გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

„შოკში ვართ ჩვენი ფეხბურთელის გარდაცვალებისა და სამწუხარო ამბის გამო. ღრმად ვწუხვართ მის დაკარგვას და უზარმაზარ ტკივილს განვიცდით ამ მომენტში. „ატლეტიკო მადრიდი“ კრისტიანის ოჯახსა და მეგობრებს უთანაგრძნობს“, - თქვა მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ენრიკო სერეზომ.

აქვე გეტყვით, რომ კრისტიან მინჩოლა „ატლეტიკოს“ აკადემიაში 2013-2014 წლების სეზონიდან ირიცხებოდა.

თეგებიატლეტიკო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113702