ფეხბურთი

17:22 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: "იტალიის სიტუაცია ჩერნობილის მსგავსია"

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ იტალიაში შექმნილი ვითარება ჩერნობილს შეადარა. უკრაინელ სპეციალისტს, რომელიც ლონდონში იმყოფება, Sky Sport-ი დაუკავშირდა.

„ერთ დროს, როდესაც 9 წლის ვიყავი, ჩემს ქვეყანას ჰქონდა მსგავსი ტრაგედია, ჩერნობილს ვგულისხმობ. სამედიცინო მუშაკები, რომლებიც პანდემიას ებრძვიან, გმირები არიან. ახლა ლონდონში ვარ, 10 დღეა არსად არ წავსულვარ, ჩემთან ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვწუხვარ იტალიის გამო და იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება“, - თქვა შევჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 86 498 შემთხვევა დაფიქსირდა და 9 134 ადამიანი დაიღუპა.

0.122987