ფეხბურთი

13:44 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კალაძე "მილანის" სიმბოლურში

იტალიური „მილანის“ სიმბოლურ ნაკრებში კახა კალაძე მოხვდა. „როსონერიმ“ ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა შემადგენლობა, რომელშიც თითო ქვეყნიდან თითო მოთამაშე შეიყვანეს.

მაგალითად, სიმბოლურში არ არიან ფრანკო ბარეზი და პაოლო მალდინი, რადგან იტალიიდან ეს ადგილი ჯანი რივერამ შეავსო. შავ-წითელთა სიმბოლური ასეთია:

მეკარე: დიეგო ლოპესი (ესპანეთი)

მცველები: კოზმინ კონტრა (რუმინეთი), კახა კალაძე (საქართველო), მარსელ დესაი (საფრანგეთი), შნელინგერი (გერმანია)

ნახევარმცველები: სკიაფინო (ურუგვაი), ნილს ლიდჰოლმი (შვედეთი), კაკა (ბრაზილია), ჯანი რივერა (იტალია)

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა), მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები)

მწვრთნელი: ბელა გუტმანი (უნგრეთი)

0.117323