ფეხბურთი

1:08 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: "ძლიერი სიმპტომები მქონდა, ვარჯიშის დროს ჰაერი არ მყოფნიდა"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ კლუბის ოფიცალურ ტელევიზიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. არგენტინელი თავდამსხმელის განცხადებით, ძლიერი სიმპტომები ჰქონდა და ვარჯიშის დროს ჰაერი არ ყოფნიდა.

„ახლა ბევრად კარგად ვარ, ვიდრე რამდენიმე დღის წინ, როდესაც ძლიერი სიმპტომები მქონდა. მოძრაობა მიჭირდა, ვარჯიშის დროს ჰაერი არ მყოფნიდა და 5 წუთში ვიღლებოდი, კუნთები მტკიოდა. ახლა ვცდილობ ვარჯიში დავიწყო და სიმპტომებიც აღარ მაქვს, საბედნიეროდ კარგად ვარ“, - თქვა დიბალამ.

გარდა ამისა, პაულომ ინტერვიუს დროს „იუვენტუსში“ გადასვლის პერიოდი, 2015 წლის ზაფხულის გაიხსენა და აღნიშნა, რომ პირველივე წინადადებაზე თანხმობა განაცხადა:

„გუშინდელივით მახსოვს. პალერმოში ვიყავი და ბევრი გუნდი მიწვევდა, ზარები არ სრულდებოდა, მაგრამ არ ვჩაქრობდი, რადგან ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან „იუვენტუსიდან“ დამირეკავდნენ. ერთ საღამოს აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ტურინელთა სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის ზარს ელოდებოდა. მოგვიანებით, ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ „იუვენტუსს“ ჩემი გადაბირება ყველანაირ ფასად სურდა და როდესაც საუბარი დავასრულეთ, დედაჩემს ჩავეხუტე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მხოლოდ „იუვენტუსში“ თამაში მინდოდა“, - აღნიშნა პაულომ.

შეგახსენებთ, დიბალა 11 მარტიდან მოყოლებული თვითიზოლაციაში შეყვარებულთან ერთად იმყოფება. ორივეს 22 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდათ. არგენტინელ ფეხბურთელს „იუვენტუსის“ რიგებში 216 შეხვედრაში 91 გოლი აქვს გატანილი და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

0.118298