საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა (IOC) და სპორტის საერთაშორისო ფედერაციებთან შემდგარი ტელეკონფერენციის შედეგების გათვალისწინებით და IOC-გარანტიით, ის ათლეტები, რომლებმაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის კვალიფიკაცია გაიარეს, კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლამდე გადადებული თამაშების მიუხედავად, ტოკიო-2020-ის ლიცენზიებს შეინარჩუნებენ.
ასევე ირკვევა, რომ თითოეულ სპორტის სახეობაში ტოკიო-2020-ის ათლეტთა კვოტების რაოდენობა უცვლელად დარჩება 2021 წლის თამაშებისთვის.
IOC-ის დღევანდელი მონაცემებით, 11 ათასი ოლიმპიელიდან ლიცენზია 57 პროცენტს აქვს მოპოვებული.
კორონავირუსის პანდემიის მასშტაბების გათვალისწინებით, 24 მარტს იაპონიის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაავადა.
geonoc.org.ge