ფეხბურთი

21:25 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კოსტაკურტა: "რონალდოსთან თამაშის წინ ვერ ვიძინებდი"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ განაცხადა, რომ ბრაზილიელი რონალდოს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო.

„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მცვლები რონალდოსთან ბრძოლაში მიწაზე ენარცხებოდნენ.

„ყველა ჩემი თაობის მცველი, მალდინი, ნესტა, კანავარო, ფერარა იტყვის, რომ ყველაზე რთული რონალდოს წინააღმდეგ თამაში იყო. ჩვეულებრივ ყველა თამაშის წინ მშვიდად მეძინა, გამონაკლისი მხოლოდ ის მატჩებია, როდესაც რონალდოსთან უნდა მეთამაშა. ძალიან ძლიერი იყო, მცველების მიწაზე დაყრა სიამოვნებდა, მეც არაერთხელ დამსვა მიწაზე“, - განაცხადა კოსტაკურტამ.

0.123124