ფეხბურთი

19:24 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ავტირდი, როცა ვნახე როგორ მღეროდა ხალხი კლინიკაში You’ll Never Walk Alone-ს“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, იმ ექიმების საქმიანობის მნიშვნელობა შეაფასა, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ.

„ინგლისურად საკმარისად კარგად არ ვსაუბრობ, რომ ყველაფერი უფრო ხატოვნად აღვწერო. ეს არაჩვეულებრივია, დიდებულია. გუშინ ვიდეო მომაწოდეს, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებასთან მდგომი ხალხი You’ll Never Walk Alone-ს („ლივერპულის“ ჰიმნი) მღერის. როგორც კი სიმღერა დაიწყეს, ავტირდი.

ეს ადამიანები, არა მხოლოდ მუშაობენ, არამედ შესანიშნავ განწყობას უქმნიან პაციენტებს.

ისინი მიჩვეულნი არიან სხვების დახმარებას და ახლა ჩვენც უნდა მივეჩვიოთ იმავეს. დღემდე ხომ მხოლოდ საკუთარი პრობლემები გვაწუხებდა.

ისინი ყოველდღიურად თავს საფრთხეში იგდებენ, რათა სხვები გამოაჯანმრთელონ. როგორ შეიძლება ამით არ აღფრთოვანდე.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

0.117885