„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, კალაბრიისთვის (რეგიონი სამხრეთ იტალიაში) სასწრაფო დახმარების მანქანა შეიძინა - გვამცნობს ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდი.
მანქანის გარდა, იტალიელმა სპეციალისტმა კორონავირუსის წინაარმდეგ საბრძოლველად, სოლიდური თანხა პირბადეების შესაძენადაც გაიღო.