ფეხბურთი

15:51 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაფუ: „ნეიმარს ოსტატობით ვერავინ სჯობს, მესიც კი“

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კაფუმ, თავისი თანამემამულის, „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევის, ნეიმარის თამაშის ხარისხი შეაფასა.

„ოსტატობის მხრივ, ნეიმარს ვერავინ სჯობს, მესიც კი, თუმცა ბარსელონელის დიდი ქომაგი გახლავართ. ნეიმარი სხვა განზომილების მოთამაშეა, რომელმაც ბრაზილიურ ფეხბურთში განსხვავებული კვალი უნდა დატოვოს.

ბრაზილიას ლიდერი არ ჰყავს? ეს მისია ნეიმარმა უნდა იტვირთოს. მართალია, მას ცოტათი არ ჰყოფნის ლიდერის თვისებები, მაგრამ კვლავ რჩება ბრაზილიის მთავარ იმედად.“ - ციტირებს კაფუს სიტყვებს Mundo Deportivo.

შარშან შემოდგომაზე, ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა და ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელი მოთამაშე გახდა, ვისაც ამ ნიშნულისთვის მიუღწევია. ყველაზე მეტი შეხვედრა „სელესაოში“ კი კაფუს გაუმართავს - 142.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111583