ფეხბურთი

13:48 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას ბონუჩის გადაბირება სურს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას, თავის გუნდში „იუვენტუსის“ მცველის, ლეონარდო ბონუჩის ხილვა სურს - გვამცნობს Calciomercato.

წყაროს მტკიცებით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გვარდიოლა დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და ბონუჩითაც ამად დაინტერესდა.

ბონუჩი იტალიის ჩემპიონატში 2005 წლიდან თამაშობს. ირჯებოდა „ინტერში,“ „ტრევიზოში,“ „პიზაში,“ „ბარიში.“ 2010 წელს კი „იუვენტუსში“ გადავიდა. 2017-18 წლების სეზონი „მილანში“ გაატარა და ისევ ტურინულ კლუბში დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119013