ფეხბურთი

12:17 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

BBC-მ ლუსი ბრონზი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-იმ 2020 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად „ლიონისა“ და ინგლისის ნაკრების მცველი ლუსი ბრონზი დაასახელა.

28 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული ჯილდო მე-2-ედ მოიპოვა. პირველად ის საუკეთესოდ 2018 წელს აღიარეს.

მეორე ადგილზე „არსენალისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდი ვივიან მიედემა გავიდა.

ხოლო მესამეზე ამერიკის ნაკრებისა და „რეინის“ ფორვარდი მეგან რაპინო განთავსდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, ბრონზი 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მანამდე კი 2018-19 წლების სეზონში უეფას ვერსიით საუკეთესოდ დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113462