ისტორია

9:50 | 27.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

27 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1974 - დაიბადა გაისკა მენდიეტა. ბასკური წარმოშობის ესპანეთის ნაკრების, “ვალენსიას”, “ლაციოს”, “ბარსელონასა” და “მიდლსბროს” ნახევარმცველი. “ვალენსიას” რიგებში გამოსვლისას ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2000, 2001). 1999 წელს მოიპოვა ესპანეთის თასი და სუპერთასი. 2000 და 2001 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად. “მიდლსბროს” შემადგენლობაში მოიგო ინგლისის ლიგის თასი (2004). მონაწილეობა მიიღო 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპის 2000 და მსოფლიოს 2002 წლების ჩემპიონატების დასკვნით ეტაპებზე. ესპანეთის ნაკრების 40 მატჩში გაიტანა 8 გოლი. საკლუბო დონეზე ჩაატარა 362 მატჩი, გაიტანა 61 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1871 - რაგბიში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩატარდა. შოტლანდიის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს 1:0 მოუგო.

1879 - კრივის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 136 რაუნდიანი ორთაბრძოლა ჩატარდა.

1928 - ჰოლანდიაში გამოუშვეს მსოფლიოში პირველი საფეხბურთო მარკა ფეხბურთის თემაზე.

1937 - ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში საფეხბურთო კლუბ “ფეიენოორდის” სტადიონი, “დე კუიპი” გაიხსნა. რეკონსტრუქციის შემდეგ, ამ სარბიელის ტრიბუნები ამჟამად 52 ათას მაყურებელს იტევს.

1942 - ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესსიონალ მოკრივეთა შორის აბე სიმონი მეექვსე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

1962 - გოლკიპერმა ჟაკ პლატმა ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეთა შორის პირველმა მოახერხა წლის საუკეთესო მეკარის ტიტულისათვის განკუთვნილი პრიზის, “ვეზინას თასის” მეექვსედ დაუფლება.

1966 - ინგლისელი დევიდ კორბეტის ძაღლმა პიკლზმა (ქართულად “ცუღლუტი”) თავისი პატრონის ეზოში, ბუჩქის ძირში გაზეთებში გახვეული და თოკით შეკრული ნივთი იპოვნა, რაც 20 მარტს დაკარგული, ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი “ნიკეს თასი” აღმოჩნდა.

1983 - ლარი ჰოლმსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ლუსიენ როდრიგესი მეთორმეტე რაუნდში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1989 - ინგლისის მეორე დივიზიონის (ამჟამინდელი ჩემპიონლიგა) გუნდების ლონდონური “კრისტალ პალასისა” და “ბრაიტონის” მატჩში არბიტრმა კელვინ მორტონმა 5 პენალტი დანიშნა, რომელთაგან ფეხბურთელებმა სათანადოდ მხოლოდ ორის რეალიზება მოახდინეს.

1991 - სკოტი ბოუმენი და ნილ არმსტრონგი ჰოკეისტთა “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1998 - აშშ-ის ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდების, “ატლანტა ჰოუქსისა” და “ჩიკაგო ბულზის” მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა. შეხვედრას ტრიბუნებიდან 62 046 მაყურებელი ადევნებდა თვალს.

2005 - ოსაკაში გამართულ პროფესიონალ სუმოისტთა ტურნირზე, ქართველმა ათლეტმა კოკაიმ დეჯიმას სძლია და საბოლოოდ 15 პაექრობის შემდეგ თავის ანგარიშზე 9 გამარჯვება ჩაიწერა. ოსაკას ბაშოზე პირველი ადგილი მონღოლმა ასაშორიუმ დაისაკუთრა. სუმოისტთა ამ უდიდეს ფორუმზე ლევან ცაგურიას მხოლოდ ხუთმა სპორტსმენმა აჯობა.

2005 - გლდანში გამართულ თავისუფალი სტილით, ჭაბუკ მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონ ზარბეგ ბერიაშვილის სახელს ატარებს, 11 წონითი კატეგორიიდან, ცხრაში ქართველმა ათლეტებმა გაიმარჯვეს.

2006 - ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსი” “ორლანდო მეჯიქთან” დამარცხდა (101:108). ქართველმა ცენტრმა 40 წუთში 16 ქულა მოაგროვა, 12 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა განახორციელა.

2006 - იტალიური საფეხბურთო კლუბის, “მესინას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბორტოლო მუტი დაითხოვეს.

2009 - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კვიპროსელ თანატოლებს 1:1 დაუზავდა. ჩვენს ნაკრებს კახა ცხადაძე წვრთნიდა.

2012 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბრიტანული ტურნეს მსვლელობისას უელსის პრემიერლიგის ნაკრებს 36:32 მოუგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1886 - რობერტ დე ვეენი. ბელგიური “ბრიუგეს” ფორვარდი. გამოურჩეოდა დიდი გაბარიტებითა და ძალიან მაღალი შედეგიანობით. ბელგიის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი და გაიტანა 26 გოლი.

1910 - რუდი ბალი. გერმანელი (წარმოშობით ებრაელი) ჰოკეისტი. 1932 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი.

1921 - ბარბოზა. ბრაზილიის ნაკრების მეკარე 1940-50-იან წლებში. “ვასკო და გამას” შემადგენლობაში ჩაატარა 494 მატჩი (გაუშვა 582 ბურთი). მსოფლიოს 1950 წლის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. 1949 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. მიჩნეულია “ვასკო და გამას” ყველა დროის საუკეთესო მეკარედ.

1932 - როხო გარსია. 1950-60-იან წლებში კატალონიური “ბარსელონას” მცველი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 525 მატჩი, გაიტანა 21 გოლი. სამჯერ გახდა ესპანეტის ჩემპიონი. ოთხჯერ დაეუფლა ესპანეთის, ორჯერ კი ბაზრობათა თასს.

1933 - ჯინო პივატელი. მილანის “ინტერის” ფორვარდი 1950-60-იან წლებში. 1963 წელს დაეუფლა ჩემპიონთა თასს, 1962-ში გახდა იტალიის ჩემპიონი. 1959 წელს სერია A-ში საუკეთესო ბომბარდირის წოდება დაიმსახურა.

1940 - კეილ იარბორო. ინგლისელი ავტომრბოლი. დეიტონის თასის გათამაშების ოთხგზის გამარჯვებული (1968, 1977, 1983, 1984).

1941 - ლიზა პროკოპი. ავსტრიელი მძლეოსანი. თანამედროვე ხუთჭიდში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1942 - იანოშ ფარკაში. 1960-იანი წლების უნგრელი ფეხბურთელი (ფორვარდი). ოთხჯერ გახდა უნგრეთის ჩემპიონი. 1966 წელს გახდა ქვეყნის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 1964 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1968 წელს ფიფას ნაკრების შემადგენლობაში ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

1947 - აად დე მოსი. ჰოლანდიელი საფეხბურთო მწვრთნელი. წვრთნიდა “აიაქსს”, “მეხელენს”, პსვ-ს, “ვერდერს”, “სტანდარდს”, “ვიტესს”, არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრებს. ამჯამად ვანუატუს ნაკრების მთავარი მწვრთნელია. თავის გაწვრთნილ გუნდებს თასების თასი და ევროპის სუპერთასი, ჰოლანდიისა და ბელგიის ჩემპიონობა და თასი მოაგებინა.

1950 - ტერი იორატი. უელსის ნაკრებისა და “ლიდს იუნაიტედის” ჰავბეკი. ინგლისის ჩემპიონი, ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის ორგზის მფლობელი. 1974 წელს მოიპოვა უეფას თასი. უელსის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი (2 გოლი).

1952 - ანემარი პრიოლ-მოზერი. ავსტრიელი სამთო-მოთხილამურე. 1980 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს თასის ექვსგზის მფლობელი.

1956 - ტომას ვასბერგი. შვედი მოთხილამურე. 15 და 50 კმ-ზე რბოლაში 1980 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1957 - დანკან გუდჰიუ. დიდი ბრიტანელი მოცურავე. 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1958 - ბარტ კონორი. ამერიკელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1959 - სერგეი გოცმანოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, მინსკის “დინამოს,” ინგლისური “ბრაიტონისა” და “საუთჰემპტონის” ნახევარმცველი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1982). ევროპის 1988 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 31 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

1970 - ნიშა საველიჩი. იუგოსლავიის ნაკრებისა და “ბორდოს” მცველი.

1971 - დევიდ კულჰარდი. ფორმულა1-ის დიდი ბრიტანელი (შოტლანდიელი) მრბოლი. მოგებული აქვს 13 გრან-პრი. გამოდიოდა “უილიამსის”, “მაკლარენისა” და “რედ ბულის” სახელით. დაგროვილ ქულათა რაოდენობით ყველა დროის საუკეთესო პილოტთა შორის მეხუთე ადგილზე იმყოფება.

1972 - ჯიმი ფლოიდ ჰასელბანკი. დაიბადა სურინამის დედაქალაქ პარამარიბოში. ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების, “ტელსტარის,” “ალკმაარის,” “ბოავიშტას,” “ლიდს იუნაიტედის,” მადრიდის “ატლეტიკოს,” “ჩელსის,” “მიდლსბროს,” “ჩარლტონ ატლეტიკისა” და “კარდიფ სიტის” ფორვარდი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 29 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 1996 წელს UEFA-ს თასის გათამაშების მერვედფინალში, “ბოავიშტას” რიგებში თბილისში “დინამოს” წინააღმდეგ ითამაშა.

1973 - რუი ჟორჟი. ლისაბონის “სპორტინგის” მცველი.

1974 - გაისკა მენდიეტა. ბასკური წარმოშობის ესპანეთის ნაკრების, “ვალენსიას”, “ლაციოს”, “ბარსელონასა” და “მიდლსბროს” ნახევარმცველი. “ვალენსიას” რიგებში გამოსვლისას ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2000, 2001). 1999 წელს მოიპოვა ესპანეთის თასი და სუპერთასი. 2000 და 2001 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად. “მიდლსბროს” შემადგენლობაში მოიგო ინგლისის ლიგის თასი (2004). მონაწილეობა მიიღო 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპის 2000 და მსოფლიოს 2002 წლების ჩემპიონატების დასკვნით ეტაპებზე. ესპანეთის ნაკრების 40 მატჩში გაიტანა 8 გოლი. საკლუბო დონეზე ჩაატარა 362 მატჩი, გაიტანა 61 გოლი.

1975 - მიქაელა მელინტე. რუმინელი მძლეოსანი. ქალთა შორის შუბის ტყორცნაში მსოფლიოს რეკორდსმენი და ჩემპიონი.

1977 - იურაი მინჩიკი. სლოვაკი ნიჩბოსანი. ბაიდარებითა და კანოეთი ასპარეზობაში 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

0.110545