ესპანეთში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ლა ლიგის და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვტილება მიიღეს საფეხბურთო ჩემპიონატები გაურკვეველი ვადით შეწყდეს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჩემპიონატები შეწყვეტილი იქნება იქამდე, სანამ სიტუაცია არ ჩაწყნარდება და ესპანეთის მთავრობა ჩემპიონატეის განახლების ბრძანებას არ გასცემს. ესპანეთში საგანგებო ვითარებაა, რადგან კორონავირუსის 56 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გაირდაიცვალა 4,145 ადამიანი, ამ მაჩვენებლით კი ესპანეთი მსოფლიოში იტალიის შემდეგ, მეორე ადგილზეა.