ფეხბურთი

19:22 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სანტიაგო ბერნაბეუზე" სამედიცინო მასალებს შეინახავენ

მადრიდის „რეალი“ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

As-ის ინფორმაციით, „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუ“ მადრიდის ხელმძღვანელობას დროებით დაუთმო და სტადიონი წამლებისა და სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარის შესანახ ზონად გადაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 56 188 შემთხვევა დაფიქსირდა და 4 089 ადამიანი გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123578