ფეხბურთი

15:46 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ გოდინით დაინტერესდა

„ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ხელმძღვანელობა მილანის „ინტერის“ მცველით, დიეგო გოდინით დაინტერესდა - გვამცნობს Goal.com.

წყაროს მტკიცებით, „დეზებს“ 34 წლის ურუგვაელით დაცვის ცენტრის გაძლიერება სურთ. მით უმეტეს, რომ „ინტერი“ წინააღმდეგი არ არის გოდინის წასვლისა.

გოდინით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ყოფილა დაინტერესებული.

ურუგვაელი უკანახაზელი „ინტერში“ „ატლეტიკოდან“ გადავიდა შარშან ზაფხულს, იჯარის წესით. პორტალი Transfermarkt.com მის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 10 მილიონ ევროს ასახელებს.

0.118458