2011- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ხორვატიას 1:0 მოუგო. ერთადერთი ბურთი 90-ე წუთზე ლევან კობიაშვილმა გაიტანა. საქართველო: რევიშვილი, სალუქვაძე, ხუბუტია, კალაძე (კაპიტანი), ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კანკავა, დაუშვილი (გოგუა, 73), იაშვილი (მარცვალაძე, 62), კობიაშვილი, დვალიშვილი (სირაძე, 46). საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნიდა. ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე მატჩს 55 000 მაყურებელი დაესწრო.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1915- ჰოკეიში სტენლის თასისთვის ბრძოლაში “ვანკუვერ მილიონერზმა” “ოტავა სენატორზი” დაამარცხა და საპატიო პრიზი მოიპოვა.
1936- ოდესაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ჩერნომორეცი”.
1960- უეფა-მ ახალი საკლუბო ტურნირი, ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშება დააარსა. ამ ტურნირის ორგანიზების ინიციატორები იტალიის, ჩეხოსლოვაკიის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, შვეიცარიისა და იუგოსლავიის საფეხბურთო ფედერაციები იყვნენ.
1972- “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეკორდი დაამყარა. კალიფორნიულმა გუნდმა რეგულარული პირველობის 82 მატჩიდან, 69 თავისთვის სასურველი შედეგით დაასრულა.
1974- ჯორჯ ფორმენმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის კენ ნორტონი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1975- “ვაშინგტონ კეპიტალზმა” ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის ზედიზედ 37 მატჩში ვერ შეძლო მოგების მიღწევა. დედაქალაქელებმა ნჰლ-ის კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარეს. მათ ზედიზედ 17 შეხვედრაში დატოვეს ყინულის მოედანი დამარცხებულებმა.
1980- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდათ ალექსანდრე ჩივაძესა და თენგიზ სულაქველიძეს. იმ დღეს საბჭოთა ნაკრებმა სოფიაში ბულგარეთს 3:1 მოუგო, ორი გოლი კი რევაზ ჩელებაძემ გაიტანა.
1983-“უემბლიზე” ჩატარებულ ინგლისის ლიგის თასის ფინალში “ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” 2:1 მოუგო.
1986- კენი დალგლიშმა შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში მეასე შეხვედრა ჩაატარა.
1986- თბილისში საბჭოთა კავშირისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი ინგლისელებმა 1:0 მოიგეს. პირველი ტაიმის 16-ე წუთზე ალექსანდრე ჩივაძემ პენალტი ვერ გამოიყენა. “დინამოს” სტადიონზე თამაშს 62000 მაყურებელი დაესწრო.
1992- სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივთა შორის მსოფლიოს ჩემპიონ მაიკ ტაისონს დეზირე ვაშინგტონის გაუპატიურებისათვის ათწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
1994- გუნდა ნიემანმა ქალთა შორის 10 კმ-ზე ციგურებით რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14:22.60).
1997- ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა NHL-ის მორიგი სეზონის გახსნის მატჩი იაპონიაში ჩაეტარებინა.
2005- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ევროპის იმდროინდელ ჩემპიონ საბერძნეთთან 1:3 წააგო. ქართველთაგან გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა. მატჩი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა და მას 25600 მაყურებელი დაესწრო. საქართველო: ლომაია, ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე (კაპიტანი), მჟავანაძე, კვირკველია, გოგუა (ცქიტიშვილი), კობიაშვილი, ასათიანი, არველაძე (იაშვილი), დემეტრაძე.
ნაკრებს ალენ ჟირესი წვრთნიდა.
2005- ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” “გოლდენ სტეიტ უორიორზთან” დამარცხდა (117:118). ქართველმა ცენტრმა 13 ქულა მოაგროვა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება განახორციელა.
2005- ოსაკას ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ იაპონელ ვაკანოსატოს სძლია.
2007- თურქეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ადგილობრივი “ტრაბზონსპორი” დაამარცხა (4:0).
2008- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩრდოლოეთ ირლანდიასთან 1:4 დამარცხდა.
2011-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ხორვატიას 1:0 მოუგო. ერთადერთი ბურთი 90-ე წუთზე ლევან კობიაშვილმა გაიტანა. საქართველო: რევიშვილი, სალუქვაძე, ხუბუტია, კალაძე (კაპიტანი), ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კანკავა, დაუშვილი (გოგუა, 73), იაშვილი (მარცვალაძე, 62), კობიაშვილი, დვალიშვილი (სირაძე, 46). საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნიდა. ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე მატჩს 55 000 მაყურებელი დაესწრო.
2012- თბილისში მიმდინარე ფეხბურთში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ტურისმატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანელ თანატოლებთან 1:1 ითამაშა.
ამ დღეს დაიბადნენ
1904- ატილიო ფერარისი. 1920-30-იანი წლების იტალიის საფეხბურთო ნაკრების ჰავბეკი. მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონი.
1909- ერნსტ ანდერსონი. გასული საუკუნის 30-იანი წლების შვეციის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზე პროტესტის ნიშნად არ გაემგზავრა.
1926- ენ კერტისი. ამერიკელი მოცურავე. 400 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში 1948 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1934- დიდა. ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონი.
1934- ანზორ კიკნაძე. ძიუდოში 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1967 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1962, 1964, 1965, 1966). საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი სამბოში. საქართველოს ფალავნობა მოიპოვა ხუთჯერ. ანზორ კიკნაძე ტრაგიკულად ავტოავარიაში 1976 წლის 6 სექტემბერს გარდაიცვალა.
1938- მანუელ სანჩისი-უფროსი. მადრიდის “რეალის” მცველი. 1966 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. მანუელ სანჩის-უმცროსის მამა. შვილს “რეალის” შემადგენლობაში სარეკორდო რაოდენობის მატჩები აქვს ჩატარებული.
1938- ანატოლი მილჩენკო. ქართველი საფეხბურთო არბიტრი. 1974 წლიდან ფიფას კატეგორიის მსაჯი. 1967-86 წლებში საკავშირო პირველობათა 202 მატჩს მოემსახურა, რაც სარეკორდო მაჩვენებელი გახლავთ. დასახელებულია მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო საფეხბურთო არბიტრად. გარდაიცვალა 2011 წელს.
1945- მიხაილ ვორონინი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი.
1951- კონსტანტინ სტეფანესკუ. რუმინელი მცველი. ქვეყნის საფეხბურყო ჩემპიონატების მატჩებში ითამაშა 490-ჯერ (ეროვნული რეკორდი). რუმინეთის სამგზის ჩემპიონი და თასის შვიდგზის მფლობელი. 1977-85 წლებში გამოდიოდა თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში, რომლის რიგებშიც 66 მატჩი ჩაატარა.
1952- ველინგტონ ხოსე ორტისი. კოლუმბიელი ფორვარდი. კოლუმბიის ეროვნულ ჩემპიონატებში ჩატარებული აქვს სარეკორდო რაოდენობის (583) მატჩი. კოლუმბიის ნაკრების 49 შეხვედრაში გაიტანა 13 გოლი.
1953- ტატიანა პროვიდოხინა. რუსი მძლეოსანი. ქალთა შორის კილომეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდსმენი.
1955- ალექსანდრ დეგტიაროვი. ბაიდარებით ნიჩბოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი.
1956- ტატიანა კოჩერგინა (მაკარეცი). საბჭოთა ხელბურთელი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1976, 1980).
1960- ვიქტორ მანაკოვი. ოლიმპიური ჩემპიონი ველოსპორტში.
1962- ანდრეი ლავროვი. რუსი ხელბურთელი. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონი. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ლავროვს რუსეთის ოლიმპიური ნაკრების დროშის ტარების პატივი ერგო.
1962- ჯონ სტოქტონი. 19 წლის განმავლობაში თამაშობდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “იუტა ჯაზში”. ორჯერ ითამაშა NBA-ის სუპერფინალში. შედეგიანი პასების რაოდენობით, საუკეთესო მაჩვენებელი აქვს (15 806). “დრიმ თიმის” შემადგენლობაში სტოქტონი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (1992, 1996).
1970- პოლ ბოსველტი. ჰოლანდიის ნაკრებისა და როტერდამის “ფეინოორდის” ფეხბურთელი. 2002 წელს მოიპოვა უეფა-ს თასი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 24 მატჩი.
1973- ივიცა კრალი. იუგოსლავიის ნაკრების, ბელგრადის “პარტიზანის”, “პორტოს”, პსვ-ის, ტრნავას “სპარტაკის” გოლკიპერი. მოპოვებული აქვს იუგოსლავიისა და ჰოლანდიის ჩემპიონობა. იუგოსლავიის ნაკრებში ჩაატარა 41 მატჩი.
1973- ტარიბო ვესტი. ნიგერიელი ფეხბურთელი. 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1979- პიერ ვომე. კამერუნის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ფეხბურთელი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. აფრიკის ერთა თასის მფლობელი.
1983- ჩონ ჰიუნი. კორეელი მოჭიდავე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
ამ დღეს გარდაიცვალნენ
1926- ჟორჟ ვეზინა. იგი 15 სეზონის განმავლობაში “მონრეალ კანადიენსის” გოლკიპერი იყო. 1927 წლიდან ჰოკეის ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო მეკარეს, “ვეზინას თასი” გადაეცემა. ჟორჟ ვეზინა ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.