ფეხბურთი

17:49 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიამ თავისი „ოცნების გუნდში“ შვიდი ლოკომოტიველი შეიყვანა

მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს ნაკრების მცველმა, სოლომონ კვირკველიამ, „ოცნების გუნდი“ დაასახელა იმ ფეხბურთელებისგან, რომლებთანაც ოდესმე მხარდამხარ უთამაშია (იგულიხმება საკლუბო პარტნიორები).

მეკარე: მარინატო გილერმე (ლოკომოტივი)

მცველები: კრისტიან ანსალდი (ტორინო), ვედრან ჩორლუკა (ლოკომოტივი), სესარ ნავასი (კარიერა დაასრულა), ვლადისლავ იგნატიევი (ლოკომოტივი)

ნახევარმცველები: დმიტრი ბარინოვი (ლოკომოტივი), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (ლოკომოტივი), ალეკსეი მირანჩუკი (ლოკომოტივი), ანტონ მირანჩუკი (ლოკომოტივი), რომან ერიომენკო (როსტოვი)

თავდამსხმელი: სალომონ რონდონი (დელიან იფანი)

უჩემოდ ცხადია, გაუჭირდებოდათ, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებდნენო - ასე ახსნა თავისი არჩევანი კვირკველიამ.

0.144486