ამერიკული „ორლანდო სიტის“ ვეტერანმა ფეხბურთელმა ნანიმ საუკეთესო ხუთეული დაასახელა, რომელშიც საკუთარ თავთან ერთად ყოფილი თანაგუნდელები, დავიდ დე ხეა, დეკუ, ბრუნო ალვეში და კრიშტიანუ რონალდუ შეიყვანა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელა დე ხეაზე და რონალდუზე ცალკეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიშტიანუმ მისგან ბევრი ისწავლა.
„რონალდუს დიდი უნარ-ჩვევები და სწრაფი ფეხები აქვს. ახალგაზრდობაში ჩემგან ბევრი რამ ისწავლა, მან ეს კარგად იცის.
დე ხეა თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, ვფიქრობ, რომ სათვალეები უნდა ატაროს, რადგან მის გარეშე ვერაფერს ხედავს“, - აღნიშნა ნანიმ.
შეგახსენებთ, ნანი და რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2007-2009 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იგივე ნეიმარი ასჯერ უფრო ნიჭიერია ვიდრე კრისტინა მაგრამ კრისტინას დონეს ვერასდროს ვერ დადებს იმიტომ რომ კაი პოხუისტი ტიპია ეგეც
ნანის რონალდუზე ნაკლები ნიჭი ნაღდად არ ქონდა მაგრამ კრისტინასავით მონდომებული,დისციპლინირებული და პროფესიონალი არ ყოფილა არასდროს.არ ვამბობ იმას რომ კრისტინა უნიჭოა(უნიჭო ვერ ითამაშებს რონალდუს დონეზე)მაგრამ კრისტინაზე გაცილებით ნიჭიერმა ფეხბურთელებმა ბევრი ვერაფერი ვერ ითაშეს(თუნდაც რობინიომ კრისტინას თაობაა ეგეც)ამან კი დაუღალავი შრომით იმაზე ბევრად მეტს მიაღწია ვიდრე ელოდნენ