ფეხბურთი

14:46 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სტოიჩკოვი კორონავირუსისგან თავს ნივრითა და ხახვით იცავს

ბულგარეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ხრისტო სტოიჩკოვმა, რომელიც ახლა მაიამიში ცხოვრობს, ჟურნალისტებს უამბო როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან კარანტინის პირობებში.

„საშინაო იზოლაცია გვშველის. ბევრ ნიორსა და ხახვს ვჭამ, ვსვამ ცხელ წყალს და ხანგრძლივ აბაზანებს ვიღებ, რათა ვირუსი არ შემეყაროს. ჩემთან ერთად მეუღლე და მისი 80 წლის დედა ცხოვრობენ. მასზე განსაკუთრებით ვზრუნავთ.

ჩემი ქალიშვილი ახლოს ცხოვრობს, მაგრამ შვილიშვილი ერთი კვირაა აღარ მინახავს. გარისკვა არ შეიძლება. ეს ინფექცია ძალიან იოლად გადადის ადამიანიდან ადამიანზე.“ - ციტირებს 54 წლის სტოიჩკოვის სიტყვებს Mundo Deportivo.

0.120876