თამაშგარე

13:45 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდში კორონავირუსით გარდაცვლილთა დიდი რაოდენობის გამო საციგურაო დარბაზი პროზექტურად გადაკეთდა

მადრიდის მთავრობამ ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა დიდი რაოდენობის გამო საციგურაო დარბაზი პროზექტურად გადააკეთა. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ტელეკომპანია CNN- ავრცელებს.

ადმინისტრაციის განცხადებით “Palacio de hielo-ს“ დარბაზს დროებით გარდაცვლილთა სხეულების შესანახად გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსს თითქმის მთელი მსოფლიო ებრძვის, თუმცა ესპანეთში ამ დროისთვის 42 058 დაინფიცირებული და 2991 გარდაცვლილია. ჩინეთის, იტალიისა და აშშ-ს შემდგომ, დაინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი მე-4 ადგილზეა.

თეგებიPalacio de hielo
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112073