ფეხბურთი

0:16 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტაში" კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ბერგამოს „ატალანტას“ მეკარეს, მარკო სპორტიელოს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაციას ლომბარდიული გუნდი ოფიციალურად ადასტურებს.

„გაცნობებთ, რომ მარკო სპორტიელოს კორონავირუსის ტესტი დადებითია. მარკო ამჟამად ასიმპტომურია და გუნდის ყველა წევრის კარანტინი 27 მარტამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ „ატალანტას“ ფეხბურთელთა შორის ეს კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

0.12381