ფეხბურთი

23:39 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ოლიმპიაკოსის" პრეზიდენტმა კორონავირუსი დაამარცხა

ბერძნული კლუბის "ოლიმპიაკოსის" პრეზიდენტი ევანგელოს მარინაკისმა კორონავირუსი დაამარცხა, აღნიშნულ ინფორმაცის ბერძნული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მარინაკისს კორონავირუსი 10 მარტს დაუდგინდა. ევანგელოსი თვითიზოლაციაში იყო და ექიმების მითითებებს ასრულებდა. საბოლოოდ "ოლიმპიაკოსის" პრეზიდენტმა ორი ტესტი ჩაიარა და მას კორონავირუსი აღარ აქვს. მარინაკისმა ხალხს ვირუსთან ბრძოლისას დისციპლინის დაცვისკენ მოუწოდა.

0.149457