„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.
პორტგალიური მედიის ცნობით, ორივემ ლისაბონსა და პორტუში 35 ახალი ინტენსიური თერაპიის ადგილი დააფინანსეს. მათგან 20 ლისაბონის ერთ-ერთ კლინიკაში იქნება, ხოლო დანარჩენი 15 პორტუში. საერთო ჯამში მათ 1 მილიონი ევრო გაიღეს.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ სამშობლოში, მადეირაში ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.