მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში უნდა გამართულიყო საჭადრაკო ოლიმპიადა, თუმცა კორონავურისთან დაკავშირებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიდე) მიიღო გადაწყვეტილება, ეს შეჯიბრება 2021 წელს მოსკოვში გაიმართოს.
„ჩვენ პირველ რიგში მოჭადრაკეთა ჯანმრთელობას ვანიჭებთ უპირატესობას, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ოლიმპიადის გადატანა ერთი წლით", - ნათქვამია ფიდეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.