ფეხბურთი

19:24 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას „ლოკომოტივი“ კარანტინში გავიდა

კორონავირუსის საშიშროების გამო, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობამ კარანტინი გამოაცხადა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ბაკოვკის ბაზაზე გუნდური მეცადინეობები შეჩერებულია. ფეხბურთელები ფორმას საშინაო პირობებში შეინარჩუნებენ. როდის განახლდება საწვრთნელი პროცესი ჯერ უცნობია.

რუსეთის შეჩერებულ პრემიერლიგას 22 ტურის შემდეგ, 50 ქულით სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ ლიდერბს. 41-41 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „ლოკომოტივი“ და „კრასნოდარი“ იყოფენ.

0.113925