ფეხბურთი

18:49 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგმა „ლივერპულში“ დაბრუნება არ გამორიცხა

„მანჩესტერ სიტის“ გარემარბმა, რაჰიმ სტერლინგმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ გამორიცხავს ერთხელაც „ლივერპულში“ დაბრუნებას, სადაც 2010-15 წლებში ირჯებოდა.

„შესაძლებელია თუ არა ჩემი „ლივერპულში“ დაბრუნება? ერთხელაც, რატომაც არა. გულწრფელად გეტვით, მიყვარს „ლივერპული.“ სხვანაირად არ გამიგით და ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულშია. კარიერის დასაწყისში მათ ძალიან ბევრი გააკეთეს ჩემთვის, ამიტომ...“ - ციტირებს სტერლინგის სიტყვებს Goal.com.

სტერლინგი „ლივერპულიდან“ „სიტიში“ 2015 წლის ზაფხულში გადავიდა 63,7 მილიონ ევროდ.

0.130379