ფეხბურთი

18:20 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

შინ მიმავალი ადებაიორი, გზად, ბენინში კარანტინში მოხვდა

შინისაკენ მიმავალი “არსენალის,“ „სიტის,“ „რეალისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილი, ამჟამად კი პარაგვაული „ოლიმპიის“ შემტევი, ემანუელ ადებაიორი, ერთობ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა - გვამცნობს TNT Sports.

პარაგავის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეჩერებულია. ამიტომ 36 წლის ტოგოელი შინისაკენ გაემგზავრა. გზად მას ბენინში, საზღვარზე მოუწია შეჩერება, ამ ქვეყანაში კი ყველა შემსვლელისთვის ორკვირიანი კარანტინი მოქმედებს. ამიტომ ადებაიორს 14 დღე კარანტინში მოუწევს ყოფნა და თუ ჯანმრთელია, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს სამშობლოში გამგზავრებას.

ადებაიორი „ოლიმპიას“ 11 თებერვალს შეუერთდა და მხოლოდ ერთი მატჩის გამართვა მოასწრო. მანამდე ის თურქული „კაიზერისფორის“ ღირსებას იცავდა.

0.146547