ფეხბურთი

16:24 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინომ კორონავირუსთან დაკავშირებით, საფეხბურთო საზოგადოებას მიმართა

ფიფას პეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, საფეხბურთო საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა კორონავირუსთან საბრძოლველად.

„ამ რთულ დროში ყველას ერთი საერთო მოწინააღმდეგე გვყავს - COVID-19. ახლა საფეხბურთო საზოგადოებამ სოლიდარობა და ერთობა უნდა გამოავლინოს. ერთი გუნდივით იმუშაოს. ეს გლობალური პრობლემაა და გლობალური მიდგომა და გადაწყვეტილებები სჭირდება. ერთად უნდა გავირჯეთ კორონავირუსის წინააღმდეგ. ფეხბურთი ახლა მეორეხარისხოვანია.

უპირველესად ეს „მატჩი“ უნდა მოვუგოთ კორონავირუსს და შემდეგ დავუბრუნდებით საფეხბურთო საქმეებს. ცხადია, ვფიქრობთ მომავალზე, ვაფასებთ რამხელა ზარალი მიადგება ფეხბურთს, მაგრამ ახლა ეს ჩვენი პრიორიტეტი არ არის.“ - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს ფიფას პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118102