ფეხბურთი

10:25 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "დარჩით სახლში, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლე"

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით სტამბოლის „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი გაამხნევა, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„დარჩი ძლიერი ფათიჰ თერიჰ! ფრთხილად იყავით საქართველოში, თურქეთში, იტალიაში, ესპანეთსა და მთელ მსოფლიოში. დარჩით სახლში და გადაარჩინეთ სიცოცხლე“, - დაწერა შოთამ.

შეგახსენებთ, ფათიჰ თერიმს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

0.130485