ფეხბურთი

22:49 | 23.03.2020 | ნანახია 1290 - ჯერ

ოფიციალურად: უეფამ მაისში დაგეგმილი ევროთასების ფინალები გადადო

ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მატჩები, რომლებიც მაისში უნდა გამართულიყო, დაუდგენელი ვადით ოფიციალურად გადაიდო.

როგორც ცოტა ხნის უეფამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, მაისის ფინალური თამაშები თავდაპირველ დადგენილ ვადებში არ გაიმართება.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის ჩატარდება ფინალები, უეფას სპეციალური ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე მუშაობს. შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში ფეხბურთი პრაქტიკულად ყველა მასშტაბით შეჩერებულია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:31 | 16.04.2015
Kala94 (6114)

საღოლ ბიჭებო !

14:46 | 16.04.2015
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ

0.065737
1290