ფეხბურთი

20:51 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსის გამო მძიმე ვითარებაში კლინიკაში მოათავსეს

მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ფერნანდო მარტინ ალვარესი კორონავირუსით დაინფიცირდა და მადრიდის კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

72 წლის მარტინი „სამეფო კლუბის“ დროებით პრეზიდენტი იყო 2006 წლის თებერვლიდან იმავე წლის აპრილამდე. მაშინ ესპანელმა თანამდებობიდან გადამდგარი ფლორენტინო პერესი შეცვალა, ხოლო აპრილში მისი ადგილი რამონ კალდერონმა დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ კორონავირუსით „რეალის“ კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, ლორენსო სანსი გარდაიცვალა.

0.150559