დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევი ნახევარმცველი მარიო გიოტცე შესაძლოა ზაფხულიდან იტალიის სერია A-ში გადავიდეს. გერმანელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მისი გახანგრძლივება არ იგეგმება.
შესაბამისად,მარიოს ზაფხულში კლუბის შეცვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია და იტალიური მედიის ცნობით, აპენინური გუნდები შეეცდებიან მის დამატებას.
27 წლის ფეხბურელს მიმდინარე სეზონში 21 მატჩში მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი. შეგახსენებთ, რომ გიოტცემ კარიერა „დორტმუნდში“ დაიწყო, 2013 წელს „ბაიერნში“ გადავიდა, ხოლო სამი წლის შემდეგ მშობლიურ გუნდში დაბრუნდა.