კალათბურთი

12:58 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნბა სეზონის ნაადრევად დასრულების შემთხვევაში მილიარდ დოლარს დაკარგავს

თუ ნბა-ს სეზონი ჩაიშლება და წელს ვერ დასრულება, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სავარაუდო ზარი ერთი მილიარდი დოლარი იქნება, აღნიშნულ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

ამ დღეებში სეზონის განახლების რამდენიმე ვერსია განიხილებოდა, მაგრამ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით კორონა ვირუსის ახალი 13 000 შემთხვევა დაფიქსირდა და შტატებში ვირუსი უფრო ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ნბა-ს კალათბურთელებს შორის პირველად ვირუსი "იუტა ჯაზის" ფრანგ ცენტრს რუდი გობერს დაუდგინდა, რის შემდეგაც ნბა-ში თამაშები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

თეგებინბა
0.115925