ფეხბურთი

11:12 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეტო'ო: "შენს დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ"

კამერუნელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტო'ომ, რომელიც წლების განმავლობაში "ბარსელონაში" რონალდინიოს თანაგუნდელი იყო, ფეხბურთელს გვერდში დგომას დაჰპირდა. როგორც იცით, რონალდინიო პარაგვაის უკანონო საზღვრის კვეთისთვის ამავე ქვეყნის ციხეში სასჯელს იხდის.

"ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ, ძალიან დათრგუნული ვარ. წარმომიდგნია შენ მანდ რისი გავლა გიწევს. შემიძლია დადებითი ემოციები გამოგიგზავნო და გითხრა, რომ მიყვარხარ. დარწმუნებული ვარ ყველაფერი მალე მოგვარდება. შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებ"- განაცხადა სამუელ ეტო'ომ.

0.113152