ფეხბურთი

2:09 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩი კორონავირუსზე: "ნეაპოლში მივხვდი, რომ ასე იქნებოდა"

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. ხორვატის განცხადებით, ჯერ კიდევ ნეაპოლში ყოფნის დროს მიხვდა, რომ ასეთი ვითარება შეიქმნებოდა.

„ეს სიტუაცია ჩემთვის გასაკვირი არაა. როდესაც ნეაპოლში გავემგზავრეთ ამაზე იტალიაში ბევრს ვსაუბრობდით, ექიმსაც ვუთხარი, რომ ესპანეთში ჩასვლას ვაპირებდი. ახლა ყველაზე კარგია სახლში დარჩენა, მეც მინდა ქუჩაში გასვლა და სიარული, მაგრამ ეს აუცილებლია. თავი უნდა დავხაროთ, არ მომწონს, თუმცა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

სახლიდან გასვლას არ ვაპირებ, მხოლოდ ნაგვის გადასაყრელად გავდივარ, რომელიც 50 მეტრშია. როდესაც ნეაპოლიდან დავბრუნდით, ბევრი რამ ვიყიდე, რადგან მივხვდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა.

თვითიზოლაციაში ჩემი თანაგუნდელებიდან ყველაზე ცუდად ვიდალი იქნება, ხოლო ტერ შტეგენი ყველაზე კარგად, რადგან ის ასეთ დროს თავს კომფორტულად გრძნობს“, - თქვა რაკიტიჩმა.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 25 თებერვალს გაიმართა.

0.114736