ფეხბურთი

23:26 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინის ძმა: „გონსალო იტალიიდან არ გაქცეულა“

„იუვენტუსის“ შემტევის, გონსალო იგუაინის ძმამ, ნიკოლამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გონსალო იტალიიდან არგენტინაში არ გაქცეულა, ის ავადმყოფი დედის მოსანახულებლად წავიდა.

„დედაჩვენი კიბოს დაავადებას ებრძვის. კრიტიკოსებს, ცხადია, არ აინტერესებთ ადამიანის მდგომარეობა, მთავარია ჩემი ძმის სახელი ახსენონ. ასეთია მათი ბიზნესი. აღარ განვზოგადდები.

გონსალო კორონავირუსზე გაესინჯა, უარყოფითი პასუხი დაუდგინდა და კლუბის ნებართვით გაემგზავრა არგენტინაში, რათა დედის გვერდით ყოფილიყო. ის იტალიიდან არ გაქცეულა.“ - დაწერა თავის ფეისბუქის გვერდზე ნიკოლა იგუაინმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116681