ფეხბურთი

20:19 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ მზადაა გრიზმანი 100 მილიონად გაყიდოს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას აპირებს, ამასთან კორონავირუსის ეპიდემიის მიზეზით გამოწვეული კრიზისის გამო, ფულის დაზოგვასაც ფიქრობს. კლუბი მზადაა ფრანგი ანტუან გრიზმანი 100 მილიონ ევროდ გაყიდოს - წერს Sport.es.

გამოცემის ინფორმაციით, 29 წლის გრიზმანით, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედი,“ პსჟ, „ჩელსი“ და „არსენალი“ დაინტერესდნენ.

გრიზმანი „ბარსელონაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა „ატლეტიკოდან“ 120 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზომში მან 37 მატჩში 14 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასით გამოირჩა.

0.121556