ფეხბურთი

18:50 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: „არც მიფიქრია იტალიის დატოვება“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ჟურნალისტებს ქვეყანაში არსებული კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„არც მიფიქრია იტალიის დატოვება, რადგან აქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ და მჯერა ექიმების, რომლებიც საკუთარ საქმეს გმირულად ასრულებენ. მინდა გაჭირვებულებთან უფრო ახლოს ვიყო. ამას ვამბობ როგორც უბრალო მოქალაქე და არა როგორც ქვეყნის სპორტული წარმომადგენელი.

ვიდეოები, სადაც ადამიანები აივნებე მღერიან კარანტინის დროს, ნამდვილი იტალიის განსახიერებაა. ყველაფერს ვაკეთებთ ძნელბედობისას, ვეხუტებით, ვეხმარებით ერთმანეთს.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა და 4 825 გახდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ქვეყანაში 793 ადამიანი გარდაიცვალა. დაფიქსირდა 5 557 ახალი შემთხვევა. უახლესი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 53 578 ადამიანია ინფიცირებული.

0.129662