ფეხბურთი

17:46 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბრეშას" პრეზიდენტი: "იფიქრეთ როგორ გადავრჩეთ"

"ბრეშას" პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბევრი ადამიანი ვირუსის გავრცელებას არასერიოზულად უყურებს.

"ახლა თასი, სკუდეტო, "ლაციოს" პრეზიდენს ჩემპიონობა უნდა და მაზე საუბრობს. ხალხო ბევრად უფრო მნიშნველოვანი ამბები ხდება. უამრავი ადამიანი იღუპება იფიქრეთ იმაზე როგორ გადავრჩეთ. ყველამ რეალობა აღიქვით, წელს ფეხბურთს ვეღარ ვიხილავთ"- განაცხადა მასიმო ჩელინომ.

შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსით იტალიაში 4826 გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112111