საფრანგეთის ჩემპიონატი კლუბმა "მარსელმა" ფეხბურთელებს ხელფასი შეუმცირა. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს. მოთამაშეებს ხელფასი 16 პროცენტამდე შეუმცირდა.
თუ ფეხბურთელი 300,000 ევროს იღებდა თვეში ახლა უკვე 252,000 მიიღებს. ფეხბურთელების ხელფასის შემცრების გადაწყვეტილება აქამდე "ლიონმაც" მიიღო. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში "გლადბახის" მოტამაშეებმა, მწვრთნელებმა და სხვა მოხელეებმა თავად მიიღეს გასამრჯელოს შემცირების გადაწყვეტილება.
ევროპაში კორონავირუსის გავრცელების გამო ბელარუსის გარდა ყველა ჩემპინატია შეჩერებული. აქედან გამომდინარე, კლუბები სპონსორებისგან და სატელევიზიო ტრანსლიაციებიდან ფულს ვერ იღებენ და ზარალს განიცდიან.