ფეხბურთი

16:15 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სტრასბურმა" მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

"სტრასბურმა" მთავარ მწვრთნელს ტიერ ლორეს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა და ფრანგი სპეციალისტი გუნდს მომდევნო სეზონის დასრულებამდე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლორემ "სტრასბური" 2016 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ მისმა გუნდმა 170 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 70 მოიგო, ხოლო 42 შეხვედრა ფრედ დაასრულა. გუნდის ჩაბარებიდან პირველივე წელს ტირმა "სტრასბური" ლიგა 1-ში დააწინაურა და მას შემდეგ გუნდი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობს.

საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო დროებით შეჩერებულია, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა საფეხბურთო პირველობა.

0.114405