ფეხბურთი

12:00 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს მატჩები შესაძლოა ოქტომბრამდე მაყურებლების გარეშე ჩატარდეს

იტალიელი ეპიდემიოლოგის პერლუიჯი ლოპალკოს განცხადებით, შეზღუდვები იტალიაში კიდევ დიდი ხნით იქნება და ამის გამო იტალიის ჩემპიონატის მატჩები შესაძლოა ოქტომბრამდე მაყურებლების გარეშე ჩატარდეს.

"ხალხს ყველაფერი უნდა ავუხსნათ ისე, რომ არ დავაშინოთ. შეიძლება გულშემატკივრები საფეხბურთო მატჩებს ოქტომბრის დასაწყისამდე ვერ დაესწრნონ. ჩემი პროგნოზით მკაცრი შეზღუდვები ზაფხულის ბოლომდე გასტანს. შესაძლოა ზოგი შეზღუდვა შერბილდეს და მოგვიწიოს მუშაობის განახლება, მაგრამ წესების მოხსნა ნელა და ფრთხილად უნდა მოხდეს." - განუცხადა La Repubblica-ს ლოპალკომ.

იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 53,578 შემთხვევაა დაფიქსირებულია, მათ შორის გარდაიცვალა 4,825 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა - 6,072.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101674