ფეხბურთი

10:42 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი ჩინეთის ჩემპიონატის პირველი ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუანიტედის" ყოფილი ფეხბურთელი მარუან ფელაინი გახდა ჩინეთის სუპერ ლიგის პირველი მოთამაშე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაციას ჩინეთის ძინანის პროვინციის ჯანმრთელობის დეპარტამენტი აქვეყნებს.

ფელაინი ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბ "შანდონ ლუნენში" თამაშობს და ჩინეთში 20 მარტს დაბრუნდა, როდესაც ტესტი აუღეს. ამ დროისთვის ქვეყნს მაშტაბით საფეხბურთო ლიგები შეჩერებულია, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უმრავლესობაში.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი "იუვენტუსის" ფეხბურთელს პაულო დიბალას და ყოფილ ფეხბურთელს პაულო მალდინის დაუდასტურდა. აღნიშნული ვირუსით გარდაიცვალა "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი.

0.113433