„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დონ ჰატჩინსონმა მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა. ინგლისელის განცხადებით, ეგვიპტელს 5 მეტრში პასის გაკეთება არ შეუძლია და სიამოვნებით გაცვლიდა ჯეიდონ სანჩოში.
„სალაჰის ყველა თამაშს ვუყურებ და მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია. ის საოცარ საქმეს აკეთებს, მაგრამ 5 მეტრში პასის გაკეთება არ შეუძლია. მე „ლივერპულიდან“ არავის გავყიდდი, ეს ცხადია, მაგრამ სალაჰისა და მაგალითად სანჩოს ბარტერს დავთანმხდებოდი“, - თქვა ჰატჩისონმა.
აქვე გეტყვით, რომ ჰატჩინსონი „ლივერპულში“ 1990-1994 წლებში თამაშობდა, ხოლო სალაჰმა „წითლების“ რიგებში 2017 წლიდან დღემდე 144 შეხვედრაში 91 გოლი გაიტანა.