ფეხბურთი

23:04 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

როდესაც რონალდინიომ ინიესტას უთხრა: "რეალში" მივდივარ"

რონალდინიოს ცხოვრებაში რთული დღეებია და მე-40 იუბილეს ასუნსიონის ციხეში შეხვდა, სადაც 6 მარტიდან მოყოლებული გაყალბებული პასპორტების გამო სასჯელს იხდის.

ბრაზილიელმა ფეხბურთში 21-ე საუკუნის დასაწყისში ნამდვილი ეპოქა შექმნა, განსაკუთრებით ეფექტური კი „ბარსელონაში“ იყო, სადაც საოცარი გოლები გაიტანა, წარმოუდგენელი პასები შეასრულა ან უბრალოდ საცირკო წარმოდგენები მოედანზე დადგა.

2005 წლის 19 ნოემბერს, „ბარსელონა“ „რეალს“ ესტუმრა და 3:0 მოიგო. დაუვიწყარი ორი გოლი რონალდინიომ გაიტანა, რომელმაც მადრიდულ პუბლიკას აპლოდისმენტებიც მოწყვიტა. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ბრაზილიელმა ანდრეს ინიესტას დაურეკა, საუბარს ესპანელი ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს:

„კლასიკომდე“ რამდენიმე დღე რჩებოდა, რონალდინიომ შუა ღამით დამირეკა: ანდრეს, ვიცი, რომ დილის 3 საათია, მაგრამ რაღაც უნდა გითხრა. ივნისში „რეალში“ მივდივარ, წარმოუდგენელი ციფრებია, ჩემი ძმა უკვე შეუთანხმდა მათ და უარის თქმა არ შეგვიძლია. ახალგაზრდა ხარ და ვიცი, რომ გამიგებ. გთხოვ, რომ არავის არაფერი უთხრა, მე შენ სხვებზე მეტად გენდობი“.

რეალურად რონალდინიომ ყველა თანაგუნდელს დაურეკა და იგივე უამბო, მას სრუდა გაერკვია, ვისი ნდობა შეეძლო.

„ვარჯიშის დღეს გარშემო სრული სიჩუმე იყო. მთელი გუნდი უცნაური იყო, სურეალური ატმოსფერო იდგა“.

„რეალთან“ მატჩის დღეს რონალდინიომ თანაგუნდელებს სიმართლე უამბო: „ბიჭებო, დღეს მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, ისინი ძლიერები არიან, მაგრამ ამ დღეებში აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ყველა თქვენგანს დავურეკე ღამით და ვუთხარი, რომ ივნისში მივდიოდი, მაგრამ ამაზე არცერთ თქვენგან არ გისაუბრიათ. ამის შემდეგ მივხვდი, რომ მზად ერთმანეთისთვის დავიღუპოთ. მე აქ დიდი ხნის განმავლობაში დავრჩები, ახლა უნდა გავიდეთ მოედანზე და აქ მადრიდში, ვასწავლოთ ფეხბურთის თამაში“.

იმ დღეს რონალდინიომ „ბლაუგრანას“ ისტორიაში წარუშლელი გვერდი დაწერა და მადრიდელი ქომაგებისგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ნამდვილი ლიდერი მოედანზე და მის მიღმა. ლეგენდის ფარული მხარე, რომელმაც ფეხბურთი რამდენიმე თაობას შეაყვარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133639