პოლონეთის ეროვნული ნაკრების და "ბაიერნის" თავდამსხმელმა რბერტ ლევანდოვსკიმ და მისმა მეუღლემ ანამ კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი ევრო გაიღეს. აღნიშნული ინფორმაცია B/R Football-მა ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.
ლევანდოვსკიმდე "ბაიერნის" კიდევ ორმა ფეხბურთელმა იოზუა კიმიხმა და ლეონ გორცკამაც ერთი მილიონი ევრო საქველმოქმედო ორგანიზაციებს და სოციალურ უწყებებს ჩაურიცხეს.
ევროპაში კორონავირუსის გავრცელების გამო ფაქტობრივად ყველა ჩემპიონატია შეჩერებული. ასევე გადადებულია ჩემპინთა ლიგის და ევროპა ლიგის მატები, ხოლო ევროპის ჩემპიონატი ერთი წლის შემდეგ გაიმართება.