ფეხბურთი

20:47 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა,“ კოუტინიო, შესაძლოა, ორწლიანი იჯარით აიყვანოს

„ბარსელონას“ თავდამსხმელი, ფილიპე კოუტინიო, რომელიც ამჟამად იჯარის წესით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს, შესაძლოა, ორწლიანი იჯარით იტალიურ „ინტერში“ აღმოჩნდეს - გვამცნობს Tuttosport.

წყაროს მტკიცებით, არ არის გამორიცხული, კოუტინიოს ამბავი, ლაუტარო მარტინესის „ბარსელონასთან“ სატრანსფერო გარიგების ნაწილი გახდეს.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირში 32 მატი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასით გამოირჩა.

2008-13 წლებში კოუტინიოს უკვე უთამაშია „ინტერში.“

0.118856