MLS-ს ახალწვეულის, მაიამის „ინტერის“ თანამფლობელს, დევიდ ბექემს, თავის კლუბში „მანჩესტერ სიტის“ ესპანელი ფეხბურთელის, დავიდ სილვას ხილვა სურს - გვამცნობს Mirror.
ამერიკული კლუბი მზადაა 34 წლის ნახევარმცველი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქციოს.
„სიტისთან“ კონტრაქტი სილვას მომავალ ზაფხულს უმთავრდება. უკვე ცნობილია, რომ ეს ბოლო სეზონი იქნება მისთვის „ქალაქელთა“ რიგებში. ესპანელი უკვე 10 წელიწადია მანჩესტერული კლუბის ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, რომ მაიამის „ინტერი“ ოფიციალურად მხოლოდ ორი თვეა არსებობს. კლუბის პრეზენტაციის თარიღად 2020 წლის 28 იანვარი ითვლება. კორონავირუსთან დაკავშირებულ პაუზამდე, გუნდმა MLS-ის ახალდაწყებულ სეზონში მხოლოდ ორი მატჩის გამართვა მოასწრო და ორივე წააგო.