ფეხბურთი

18:07 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ესპანიოლის" ჩინელ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ესპანიოლის“ თავდამსხმელ ვუ ლეის კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, აზიელი ერთ-ერთია იმ ხუთი ადამიანიდან, რომელთაც რამდენიმე დღის წინ ესპანურ გუნდში კორონავირუსის დადებითი პასუხი აღმოაჩნდათ.

28 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და ბარსელონაში საკუთარ სახლში იზოლირიებულია.

შეგახსენებთ, რომ „ესპანიოლმა“ ვუ ლეი ერთი წლის წინ დაიმატა, ჩინელ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109917